ფეხბურთი

22:55 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ადანი: "ნერეში-ლუკაკუს წყვილში არის ის, რაც კვარა-ოსიმენში იყო"

ვეტერანმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ „ნაპოლიზე“ და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ტანდემი გუნდში დავიდ ნერეშის და რომელუ ლუკაკუს წყვილმა შეცვალა:

„ნერეში-ლუკაკუს ტანდემში ვხედავ იმას, რაც კვარა-ოსიმენის ტანდემში იყო, ხოლო ლობოტკა ამ მექანიზმს ყოველთვის ამოძრავებს. ახლა „ნაპოლის“ ფორმულა ასეთია: ხარისხიანი გარემარბი და ფორვარდი, რომელიც ბევრს სწირავს გუნდისთვის, როგორც ეს პოლიტანოს და კვარაცხელიას შემთხვევაში, რომლებიც ფლორენციაში ნერეშმა და სპინაცოლამ შეცვალეს.

ლუკაკუ ისედაც გადამწყვეტი ფეხბურთელია, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობის ზღვარი, ხოლო კვარაცხელიას ამბავი შესასწავლია, რადგან არსებობს კონტრაქტის საკითხიც, რომელიც გავლენას ახდენს მის თამაშზე. შეიძლება მათ მიაღწიონ შეთანხმებას და ფეხბურთელი შეინარჩუნონ, მაგრამ სხვა შემთხვევაში შემცვლელს იპოვიან, მაგალითად კიეზას. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს და ეს არა პრეზიდენტი, არამედ მწვრთნელია“, - თქვა ადანიმ.

0.118706