ფეხბურთი

18:42 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "დარწმუნებული ვარ, კონტე ბედნიერია, რომ კვარაცხელიას ტრავმა აქვს"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ანტონიო კონტე კმაყოფილი იქნება იმ ფაქტით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, რადგან კასანოს აზრით, კონტე კვარას არ განიხილავს თავისი ფეხბურთისთვის შესაბამის ფეხბურთელად.

„დარწმუნებული ვარ, კონტეს გაუხარდა, რომ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ჩემი აზრით, ის და ლობოტკა „ნაპოლიში“ საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მაგიჟებენ, მაგრამ იმ სათამაშო იდეისთვის, რაც კონტეს აქვს, ყველა იმას აკეთებს, რაც მწვრთნელს სურს, მაგრამ კვარა ზოგჯერ მოედანზე იმას აკეთებს, რაც კონტეს იდეებს არ შეესაბამება, მწვრთნელს სურს, რომ ეს შეცვალოს.

კონტემ იცის, რასაც აკეთებს და გუნდს არწმუნებს, რომ მისი მოსმენით შეუძლიათ დიდი შედეგების მიღწევა. „ნაპოლი“ მარტ-აპრილამდე ლიდერებში იქნება და მეტოქეებს უნდა ეშინოდეთ, მაგრამ საჭირო იქნება ძველი კვარას დაბრუნება და ლუკაკუმაც მეტი უნდა გააკეთოს“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ნეაპოლურ და იტალიურ მედიაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტესთვის ხელშეუხებელი ფიგურა აღარ არის და ქართველს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს.

0.115343