ფეხბურთი

18:00 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" მზადაა "ლაციოს" ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს

„მანჩესტერ სიტი“ როდრის შემცვლელს ეძებს და იანვარში ცენტრალური ნახევარმცველის დამატებას აპირებს.

როგორც იტალიური გამოცემა Il Messaggero იტყობინება, პეპ გვარდიოლას გუნდის ინტერესის სფეროში რომის „ლაციოს“ საყრდენი ნახევარმცველი ნიკოლო როველა მოხვდა. ინგლისელები მზად არიან 23 წლის ფეხბურთელში „ლაციოში“ 40 მილიონ ევრომდე გადაუხადონ.

ჯერჯერობით, რომაელთა პასუხი უცნობია, რადგან როველა „ლაციოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა 23 მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა. როველას მანამდე "მონცაში", „იუვენტუსსა“ და „ჯენოაში“ აქვს ნათამაშები.

0.137494