„მილანმა“ დერბი დელა მადონინა ზედიზედ ორჯერ 13 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
მიმდინარე სეზონში „როსონერიმ“ „ინტერი“ ჯერ სერია A-ში დაამარცხა (2:1), ხოლო გუშინ, იტალიის სუპერთასის ფინალშიც აჯობა (3:2), მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა.
„მილანს“ მილანური დერბი ზედიზედ ორჯერ 2011 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. 2010-2011 წლებში „როსონერიმ“ „ნერაძურის“ ზედიზედ სამჯერ აჯობა.
აქვე ვთქვათ, რომ სანამ „მილანი“ ბოლო ორ დერბის მოიგებდა, მანამდე, 2023-2024 წლებში ზედიზედ ექვსჯერ მადონინაში „ინტერმა“ გაიმარჯვა.