ფეხბურთი

14:09 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„როდრის გარეშე პრემიერლიგა ორჯერ მოვიგე,“ - სილვა „სიტის“ ესპანელზე საუბრობს

„მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა ბერნარდუ სილვამ უპასუხა კითხვას, თუ რამდენად არის დამოკიდებული გუნდის შედეგები ესპანელ როდრიზე. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველმა 2024 წლის სექტემბერში ჯვარედინი იოგის ტრავმა მიიღო და კლუბის მატჩებში მონაწილეობა აღარ მიუღია.

„როდრის გარეშე ორჯერ მოვიგე პრემიერლიგა. კევინ დე ბრუინმა, რომელიც ჩემი აზრით და, შესაძლოა, ბევრის აზრით, არის საუკეთესო ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში და ერთ-ერთი გამორჩეული პრემიერლიგაში, მოპოვებული ექვსი ტიტულიდან მინიმუმ ორში 6 თვე დაშავებული გახლდათ.

ასე რომ, ეს არ არის საბაბი. თუნდაც იმიტომ, რომ როდრის პოზიციაზე თამაშობს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ამ სეზონში, მატეო კოვაჩიჩი. რა თქმა უნდა, როდრი ძალიან მნიშვნელოვანია, მისნაირი ფეხბურთელი მსოფლიოში არ არსებობს. თავდაცვითი და შემტევი შესაძლებლობები, სტაბილურობა გუნდში, გოლები, მოქმედება გადამწყვეტ მომენტებში. არ ვიცი ამ პოზიციაზე უკეთესი მოთამაშე,

წარუმატებელი გამოსვლების მთავარი მიზეზი არ იყო მისი არყოფნა, ჩვენ არ გვყავდა მცველები, ინდივიდუალურად გვჭირდებოდა ცოტა მეტის გაკეთება და იმის გაგება, რომ სასურველ დონეზე არ ვიყავით...“ - ციტირებს სილვას სიტყვებს City Xtra. სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

0.119225