ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის შვიდგზის გამარჯვებულმა „გუანჯოუმ“ პროფესიული სტატუსი დაკარგა, იუწყება კლუბის პრესსამსახური. „გუანჯოუმ“ დავალიანების გამო გადაწყვიტა უარი ეთქვა ტურნირებში მონაწილეობაზე პროფესიულ საფუძველზე.
„გუანჯოუს“ საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1954 წელს. „ვეფხვებმა“ 2013 და 2015 წლებში ორჯერ მოიგეს აზიის ჩემპიონთა ლიგა. „გუანჯოუ“ რჩება ერთადერთ ჩინურ საფეხბურთო კლუბად, რომელსაც ამ ტურნირზე გაუმარჯვია.
სხვადასხვა დროს „ვეფხვებს“ წვრთნიდნენ მარჩელო ლიპი, ფაბიო კანავარო, ლუის ფელიპე სკოლარი. 2014 წლიდან 2015 წლამდე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონი ალბერტო ჯილარდინო „გუანჯოუში“ თამაშობდა. „ვეფხვების“ შემადგენლობაში ირჯებოდა ცნობილი ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიოც.