ფეხბურთი

12:50 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ ჭაბუკი ბრაზილიელი შეაქო

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „სამეფო კლუბის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის, ენდრიკის თამაში შეაქო. იტალიელმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ ჭაბუკი ბრაზილიელი მალე ბევრი გოლების გატანასაც დაიწყებს.

„ენდრიკი ძალიან კარგად თამაშობს, უაღრესად ნიჭიერია. დარწმუნებული ვარ, მალე დაიწყებს გოლების გატანს, ისე, როგორც ამას ბრაზლიაში აკეთებდა“, - ციტირებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს სოციალურ ქსელებში.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენდრიკის მომსახურებით გერმანიის ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. თუმცა, საქმე ოფიციალურ მოთხოვნებამდე ჯერ არ მისულა.

მიმდინარე სეზონში ენდრიკმა მოედანზე ლა ლიგის 11 მატჩში ითამაშა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე კი სამ შეხვედრაში ასევე ერთხელ შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა.

0.114255