33 წლის კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და „რაიო ვალეკანო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლუმბიელი შესაძლოა მექსიკური „ამერიკას“ მოთამაშე გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი „რაიო ვალეკანოში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. ფეხბურთელმა ესპანურ კლუბში ყველა ტურნირზე შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და მოედანზე სულ 205 წუთი გაატარა.
მანამდე ხამესი თამაშობდა მადრიდის „რეალში,“ მიუნხენის „ბაიერნში“ და სხვა კლუბებში.