„ასტონ ვილას“ ცენტრფორვარდის ჯონ დიურანის სპორტული აგენტი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას შეხვდა - წერს Sport.es.
წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ უკვე აყალიბებს გუნდს მომავალი სეზონისთვის და აკვირდება ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებს სხვადასხვა ლიგებში. პაუ ვიქტორთან და დანიელ ოლმოსთან არსებულმა ვითარებამ გუნდში შემადგელობის როტაციის საკითხი უკვე გაამწვავა (მათ ლა ლიგამ ლიცენზია არ მისცა).
შეგახსენებთ, რომ შარშან ოქტომბერში დიურანმა „ასტონ ვილასთან“ კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივა. მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა 26 მატჩი ჩაატარა 12 გოლი გაიტანა.