ფეხბურთი

10:26 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაომ „მილანის“ ისტორიაში 1930 წლის შემდეგ ყველაზე ცოტა მატჩში მოიგო ტიტული

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ 1930 წლის შემდეგ კლუბის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოიგო ტიტული. ამისათვის მას ორი მატჩი დასჭირდა, იუწყება OptaPaolo.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასისთვის მატჩში „მილანმა“ „ინტერს“ 3:2 მოუგო. „მილანი“ ამ შხვედრაში 0:2 მაცხდებოდა.

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ინტერმა“ „ატალანტას“ ანგარიშით 2:0 მოუგო. „მილანმა,“ თავის მხრივ, „იუვენტუსი“ დაამარცხა 2:1. ყველა მატჩი საუდის არაბეთში გაიმართა.

კონსეისაო „მილანის“ სათავეში 2024 წლის 30 დეკემბერს მივიდა. სადებიუტო მატჩში მან „იუვენტუსს“ ანგარიშით 2:1 მოუგო.

0.132065