ფეხბურთი

1:50 | 7.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტინგემის" ზღაპარი გრძელდება: ზედიზედ მეექვსე მოგება პრემიერლიგაში

„ნოტინგემ ფორესტი“ დიდებულ სეზონს ატარებს და პრემიერლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო.

ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა მე-20 ტურში სტუმრად „ვულვზი“ 3:0 გაანადგურა. მეშვიდე წუთზე ანგარიში მორგან გიბს-ვაითმა გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს სტუმრება ვუდის გოლით სხვაობა გააორმაგეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ავონიმ მესამეც გაუტანა მასპინძლებს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნოტინგემს“ 20 ტურში 40 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს „არსენალთან“ ერთად იყოფს, რაც საოცარი, წარმოუდგენელი შედეგია მისთვის. მომდევნო ტურში „ფორესტი“ 14 იანვარს, „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

0.119024