ფეხბურთი

19:50 | 6.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" "ტორინოს" ნახევარმცველის შეძენა სურს

„მილანს“ „ტორინოს“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის, სამუელე რიჩის შეძენა სურს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

რიჩის მიმდინარე სეზონში შესამჩნევი პროგრესი აქვს და იტალიის ნაკრებშიც მოახერხა დამკვიდრება. იტალიელები წერენ, „მილანმა“ უკვე დაიწყო მუშაობა ტრანსფერზე, რათა ნიჭიერი ნახევარმცველი ზაფხულში გადაიბიროს.

თავის მხრივ, „ტორინო“ მზადაა გუნდის ლიდერი გაყიდოს სასურველი შეთავაზების შემთხვევაში და შემცვლელიც უკვე შერჩეული ჰყავს - ჩეზარე კაზადეი, რომელიც „ჩელსის“ რიგებში ირიცხება.

სამუელე რიჩი „ტორინოში“ 2022 წლის იანვრიდან თამაშობს და დღემდე 97 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის, „ემპოლის“ ღირსებას იცავდა.

0.120587