„ნაპოლი“ და „კალიარი“ მეკარეების ბარტერზე შეთანხმდნენ. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, გარიგება უკვე შედგა და მალე მხარეები ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურებენ.
„ნაპოლის“ მეკარე ელია კაპრილე კარიერას „კალიარიში“ გააგრძელებს, ხოლო სიმონე სკუფეტი - „ნაპოლიში“. კაპრილე „ნაპოლიში“ ალექს მერეტის შემცვლელია, მაგრამ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს, ამიტომაც, კლუბის დატოვება უნდა. სკუფეტი კი, „კალიარიში“ იშვიათად თამაშობს და მერეტის დუბლიორობაზე თანახმაა.
ელია კაპრილემ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ კარი 6-ჯერ დაიცვა, როცა ალექს მერეტი ტრავმირებული იყო. მას „კალიარიში“ პირველი მეკარის სტატუსი ექნება, რის გამოც გადაწყვიტა კლუბის შეცვლა.