UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი იაპონიაში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა.
"იმედი მაქვს ამ ბრძოლაში მერაბი გაიმარჯვებს და მასთან რემატჩი მექნება, თუმცა თუ უამრი გაიმარჯვებს ჩემი მოწინააღმდეგე ის იქნება, რადგან შემდეგი სატიტულო ბრძოლაზე სწორედ მე უნდა ვიყო. ესაა, ის რაც 2025 წელს მინდა, რომ მოხდეს." განაცხადა შონ ომალიმ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სწორედ შონ ომალი დაამარცხა 2024 წლის 15 სექტემბერს და UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.