საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას, ბერძნულ "ესპეროს ლამიასში" გააგრძელებს.
32 წლის დუდა სანაძე ბოლოს მექსიკურ კლუბში თამაშობდა, სადაც მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშა. მის ანგარიშზე 2 ქულა 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ესპეროს ლამია" 16 ტურის შემდეგ საბერძნეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილს იკავებს.