NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 92:105 დამარცხდა.
"ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა და მე-15 ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 ქულა დააკლდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 29 წუთში: 9ქულას, 11 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
21 მოგებითა და 16 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს "ორლანდო" კონკურენტ "ნიუ იორკთან", 7 იანვარს, სტუმრად გამართავს.