საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კარპატის თასზე მეორე ადგილი დაიკავა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ბოლო ტურში მასპინძლები რუმინეთი 35:34 დაამარცხეს.
დაძაბული მატჩის ბედი ბოლო წამებზე გიორგი ცხოვრებაძემ გადაწყვიტა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
საქართველომ რუმინეთამდე თურქეთს 32:27 აჯობა, ხოლო სერბეთთან 25:35 დამარცხდა, შედეგად, ორი მოგებით და ერთი წაგებით ოთხთა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.