ფეხბურთი

23:51 | 5.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" მწვრთნელი: "ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი დავკარგეთ, ბუდუს წასვლა დიდი დანაკლისია"

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძის წასვლაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან დიდი სპორტული დანაკლისია და კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე აუცილებლად უნდა დაიმატოს ახალი ფორვარდი.

„ბუდუს წასვლა სპორტული დანაკლისია, უკიდურესი მარცხი. დავკარგეთ, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები აქვს. ლუკა პფაიფერს შეუძლია ამ დანაკლისის კომპენსირება, მას თავდაპირველად ფეხზე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ განიკურნა და ახლა შეუძლია პროგრესი გააგრძელოს. თუმცა, ზივზივაძის წასვლით და ანდრინ ჰუნციკერის ხანგრძლივი ტრავმით, ცხადია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი ფორვარდის დამატება გვჭირდება, რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტია.

ჯერ უნდა გავარკვიოთ, როგორ შეგვიძლია ბუდუს შეცვლა ადეკვატურად. გვინდა, სეზონის მეორე ნახევარშიც, რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ და გვსურს, რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში“, - თქვა აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და 61 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ქართველმა „ჰაიდენჰაიმთან“ 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.113949