მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი მიმდინარე სეზონში ცუდ ფორმაშია, ისეთი შედეგიანი ვეღარ არის, როგორც გასულ სეზონში.
მას განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში უჭირს გოლების გატანა და თვითონაც აღიარებს, რომ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს:
„ზაფხულში ცოტა დავისვენე, სეზონისთვის ისე ვერ მოვემზადე, როგორც მინდოდა. ვფიქრობ, მსგავსი პერიოდი ადრეც მქონია, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაზე ცუდი პერიოდია. კარგად ვარ, ვგრძნობ, რომ ფორმას ვიბრუნებ, მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გოლები ვერ გამაქვს, რადგან გოლებს ჩემი თანაგუნდელები იტანენ. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ისაა, რომ „ინტერმა“ მოიგოს“, - თქვა ლაუტარომ.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.