ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა „ბრაიტონთან“ მატჩში (1:1) მსაჯების მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.
„თოლიებმა“ ლონდონელთა კარში გოლი პენალტით გაიტანეს და არტეტას პრეტენზია სწორედ ამ პენალტზე აქვთ.
"თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. ჩვენ გვქონდა ინიციატივა და ვაკონტროლებდით ყველაფერს, რაც მოედანზე ხდებოდა. ძალიან კარგი გოლი გავიტანეთ, თუმცა პენალტმა ყველაფერი შეცვალა. არ მინდა ამ პენალტზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არ მინახავს. ბიჭები შოკში არიან. დიახ იყო კონტაქტი, მაგრამ ეს მხოლოდ თამაშის მომენტია. მსაჯებმა მითხრეს, რომ თამაშის შემდეგ ნახავდნენ ეპიზოდს, მაგრამ ეს რამეს შეცვლის? შედეგი ტაბლოზეა. თუმცა, საბაბს არ ვეძებ, საჭირო იყო 2-3 გოლის გატანა.
ყოველი მატჩის შემდეგ მეკითხებიან, გავძლიერდებით თუ არა სატრანსფერო ფანჯარაში. არაფერი შეცვლილა. გუნდს ვენდობი. ახლა მთავარია ყველა ჯანმრთელი იყოს და თამაში შეძლოს“, - განაცხადა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ 5 ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“, მაგრამ მერსისაიდელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.