კალათბურთი

11:02 | 5.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 16 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-15 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბილბაო“ 86:75 დაამარცხა.

პირველი პერიოდი ბასკებმა მოიგეს, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა მოიპოვეს უპირატესობა და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

შერმადინი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი ქულებით ორივე გუნდში მხოლოდ მარსელინო უერტასს ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა დააგროვა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 11 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 12 იანვარს, სტუმრად „რეალთან“ გამართავს.

0.138526