ფეხბურთი

2:00 | 5.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონს" აუტსაიდერთან მოგება გაუჭირდა, მიქაუტაძე მხოლოდ 15 წუთი ათამაშეს

„ლიონმა“ ლიგა 1-ის მე-16 ტურში ბოლოადგილოსანი „მონპელიე“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა.

„ლომებს“ ძალიან გაუჭირდათ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილია ავტოგოლით მოიგეს, თორემ ღრმა აუტსაიდერთან ქულებს დაკარგავდნენ.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა, საგოლე შანსი არ ჰქონია. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.

„ლიონი“ 28 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 11 იანვარს, „ბრესტს“ ესტუმრება.

0.114931