მარკუს რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ გეგმებში აღარ შედის და კლუბი ცდილობს, რომ იანვარში ის გუნდიდან გაუშვას.
როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, „მანჩესტერმა“ რაშფორდი „მილანს“ შესთავაზა. ინგლისელები მზად არიან 27 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაუთმონ, თანაც ხელფასის ნაწილიც გადაიხადონ.
ასეთი შეთავაზება იმითაა გამოწვეული, რომ რუბენ ამორიმი თავის პროექტში რაშფორდის ადგილს ვეღარ ხედავს და კლუბს სურს, რომ ფეხბურთელს ახალი გუნდი მოუძებნოს, მაგრამ მისი მაღალი ხელფასი სერიოზული დაბრკოლებაა.
მარკუს რაშფორდს აქამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა არსად უთამაშია, ხოლო ინგლისურ გრანდში დღემდე ჩატარებულ 426 მატჩში თავი 138 გოლით გამოიჩინა.