ფეხბურთი

1:17 | 5.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკმა ცოლად შეირთო ყოფილი ცოლის დისშვილი

„ატლეტიკო მინეირუს“ თავდამსხმელი ჰალკი ყოფილი მეუღლის დისშვილზე დაქორწინდა.

ჰალკის ახალ ცოლს კამილა ჰქვია. ის ირანას დისშვილია, რომელთანაც ჰალკი 12 წელი ბრძანდებოდა დაქორწინებული. ჰალკი და ირანა სამი წლის წინათ დაშორდნენ. ჰალკს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

კამილა ირანაზე 10 წლით უმცროსია და მას ჰგავს. აღსანიშნავია, რომ გოგონები ხშირად ატარებდნენ დროს ერთად.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 38 წლის ჰალკმა ბრაზილიის ნაკრებში (2009-2021 წლებში) 49 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

მისი ამჟამინდელი კლუბი „ატლეტიკო მინეირუა,“ სადაც 2021 წლიდან თამაშობს.

თეგებიჰალკი
0.137119