პრემიერლიგის მე-20 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „არსენალი“ „ბრაიტონს“ ეწვია, 1:1 ეთამაშა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მოგეხსენებათ, მიკელ არტეტას გუნდი ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და მათთვის ახლა ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს.
„მეთოფეები“ მალევე, მე-16 წუთზე დაწინაურდნენ. თავი იტან ნვანერიმ გამოიჩინა. სტუმრები თითქოს შემდგაც აკონტროლებდნენ თამაშის მიმდინარეობას, მაგრამ შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა, „ბრაიტონი“ უკეთ ათამაშდა და ამისათვის დასაჩუქრდა კიდეც. 61-ე წუთზე ჟოაუ პედრუმ ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი და - 1:1.
ახლა „არსენალს“ 40 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა, მაგრამ დაკარგული ქულებით ლიდერ „ლივერპულს“ კიდევ უფრო ჩამორჩა. მერსისაიდელებს, რომლებიც კვირას „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობენ, 45 ქულა და „მეთოფეებზე“ ორი თამაშით ნაკლები აქვთ.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-20 ტური. 4 იანვარი: ტოტენჰემი - ნიუკასლი 1:2, ბორნმუთი - ევერტონი 1:0, ასტონ ვილა - ლესტერი 2:1, კრისტალ პალასი - ჩელსი 1:1, მაჩესტერ სიტი - ვესტ ჰემი 4:1, საუთჰემპტონი - ბრენტფორდი 0:5, ბრაიტონი - არსენალი 1:1