ფეხბურთი

21:16 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ იღვიძებს

პრემიერლიგაში დღეს, 4 იანვარს, შვიდი მატჩი იმართება, მათგან ექვსი უკვე დასრულდა.

„მანჩესტერ სიტისთვის“ ახალი წელი კარგად იწყება. „ქალაქელებმა“ გასულ ტურში „ლესტერს“ სძლიეს სტუმრად, ამჯერად კი შინ კერკეტ „ვესტ ჰემს“ 4:1 მოუგეს. დუბლი მიითვალა ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა, ერთიც ფილ ფოდენმა დაამატა, პირველი გოლი კი საკუთარ კარში გაიტანა ვესტჰემელთა ჩეხმა ვლადიმირ ცოუფალმა. ლონდონელების მხრიდან თავი ნიკოლას ფიულკრუგმა გამოიჩინა.

ახლა „სიტიმ“ 34 ქულა მოაგროვა, თუმცა ცხრილში ისევ მეექვსე ადგილზე დარჩა. 23-ქულიანი „ვესტ ჰემი“ - მეცამეტზე.

ისევ მეოთხე ადგილზეა „ჩელსი,“ რომელმაც „კრისტალ პალასთან“ სტუმრად უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-20 ტური. 4 იანვარი: ტოტენჰემი - ნიუკასლი 1:2, ბორნმუთი - ევერტონი 1:0, ასტონ ვილა - ლესტერი 2:1, კრისტალ პალასი - ჩელსი 1:1, მაჩესტერ სიტი - ვესტ ჰემი 4:1, საუთჰემპტონი - ბრენტფორდი 0:5, ბრაიტონი - არსენალი მოგვიანებით გაიმართება.

0.112769