ფეხბურთი

20:07 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: „ბარსელონა“ სასამართლოში მიდის

„ბარსელონა“ აპირებს მიმართოს ესპანეთის უმაღლეს სპორტულ საბჭოს ან საარბიტრაჟო სასამართლოს ლა ლიგის მიერ მათი მოთამაშეების დანიელ ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო - წერს Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ შეეცდება ცვლილებების შეტანას წესში, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, რათა მოაგვაროს ფინანსური საკითხები იმ მოთამაშეებთან, რომლებიც ამ თარიღამდე იყვნენ დარეგისტრირებული.

მანამდე ლა ლიგამ და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ უარი უთხრეს „ბარსელონას“ ოლმოსა და ვიქტორის რეგისტრაციაზე, კლუბის მიერ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების შეუსრულებლობის გამო. კლუბს დამტკიცების რთული პროცესის გავლა მოუწია. ლა ლიგამ ოლმო და ვიქტორი რეგისტრირებული მოთამაშეების სიიდან 2025 წლის 1 იანვარს ამოიღო.

4 იანვარს ლა ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურეს უარი ოლმოსა და ვიქტორის რეგისტრაციის თაობაზე.

0.105164