„მილანმა“ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ კომენტარი გააკეთა, რომელსაც „როსონერიში“ დებიუტი ჰქონდა.
„მეორე ტაიმიდან გამომდინარე ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში ვნახე რამდენიმე კვირის წინანდელი „მილანი“, ფეხბურთელებს თავდაჯერება აკლდათ, შესვენებაზე ვისაუბრეთ, ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, იმის გასაგებად თუ რა იყო საჭირო თამაშის მოსაგებად. რა მოხდა? ეს ყველაფერი გასახდელში რჩება.
მე არ მიყვარს ჩახუტება, უფრო ხშირად გაბრაზებული ვარ, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მე ვარ მწვრთნელი, რომელიც ხშირად არ იღიმება. ეს მომწონს, რადგან აქ არა მეგობრობისთვის, არამედ გამარჯვებისთვის ვარ“, - თქვა კონსეისაომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის ფინალში „მილანი“ „ინტერს“ 6 იანვარს დაუპირისპირდება.