ფეხბურთი

23:14 | 3.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "არაფერი შეცვლილა, "ლივერპულში" ჩემი ბოლო 6 თვეა"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ ინგლისურ კლუბში ბოლო 6 თვე დარჩა.

კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, მის განახლებაზე კი, სიახლე არ არის, მხარეები ვერ თანხმდებიან.

„ამ მომენტში ისევ ვფიქრობ, რომ აქ ბოლო 6 თვე დამრჩა. არანაირი პროგრესი არ ყოფილა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით, ჩვენ შორს ვართ და ვნახოთ, რა მოხდება. სწორედ ამიტომ მინდა, კლუბს და ქალაქს საჩუქარი გავუკეთო - პრემიერლიგა მოვიგო. ჩემს გონებაში მხოლოდ ერთი აზრია: უბრალოდ ვფიქრობ თამაშზე, რომ 6 თვის შემდეგ სინანულის განცდა არ მქონდეს, უბრალოდ, მინდა სეზონის ბოლოს ვთქვა, რომ წარმოუდგენელი სეზონი მქონდა. მინდა, უკან გავიხედო და ვთქვა, რომ საოცარი სეზონი მქონდა. ეს არ ის, რისი გაკეთებაც მინდა.

პრემიერლიგის მოგება მინდა, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგა იყო, მაგრამ ამჯერად პრიორიტეტი პრემიერლიგაა. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ 2020 წელს ვერ ვიზეიმეთ ჩემპიონობა ისე, როგორც გვსურდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებს გამო, შემდეგ იმიტომ, რომ ჩემი ბოლო წელია აქ, ასე რომ, მინდა, რაიმე განსაკუთრებული ქალაქისთვის. 30 წელი ველოდით ამ ტიტულს, მაგრამ კოვიდპანდემია იყო და არ გვქონდა შესაძლებლობა ზეიმისთვის. წელს ამის გაკეთება კარგი იქნებოდა. პრემიერლიგა მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ და მეორედ მოგება გვინდა, სანამ წავალთ“, - აღნიშნა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი მიითვალა. ეგვიპტელი შემტევი „ლივერპულმა“ 2017 წელს „რომადან“ დაიმატა.

0.117534