საქართველოს ნაკრების და „ლევანტეს“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი „ტრაბზონსპორს“ დაუკავშირეს.
Takagazete-ს ინფორმაციით, ტრაბზონელები მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ნახევარმცველის შეძენას აპირებენ - ერთი ვარიანტი „ლიონიდან“ კორენტინ ტოლისოს დამატებაა, ხოლო მეორე - გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც „ლევანტე“ დაახლოებით 4 მილიონ ევროდ აფასებს. „ტრაბზონსპორში“ ტრანსფერზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მას ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.