„კარლსრუეს“ სპორტულმა დირექტორმა სებასტიან ფრაისმა ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელის ოცნება ბუნდესლიგაში თამაში იყო, კონტრაქტის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, კლუბმა მისი სურვილი დააკმაყოფილა.
„ბუდუ ზივზივაძე ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. სეზონის პირველ ნახევარში გატანილი 12 გოლი გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია. ასეთმა თამაშმა ბუნებრივად მის მიმართ ინტერესი გააღვიძა გერმანიასა და საზღვარგარეთ. ბუდუს ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყოს. სწორედ ამიტომ, გვითხრა, რომ ამ ზამთარს „კარლსრუეს“ დატოვება სურდა. ბუდუს კონტრაქტის მდგომარეობა, რომელიც ზაფხულში იწურებოდა და გახანგრძლივების მცირე შანსი იყო, ცნობილია. ამ ფონზე, ყველა სპორტული და ეკონომიკური არგუმენტების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ფეხბურთელის სურვილი დავაკმაყოფილოთ. რა თქმა უნდა, ზამთარში ახალ თავდამსხმელს დავიმატებთ, რადგან ჩვენი მიზანია სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დავრჩეთ“, - თქვა ფრაისმა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და 61 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ქართველმა „ჰაიდენჰაიმთან“ 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.