ფეხბურთი

10:52 | 3.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის საკითხზე ორი არჩევანი აქვს

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ფეხბურთელს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს 2025 წლის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდის "რეალს" ინგლისელი ფეხბურთელის დამატება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს და 25 მილიონიანი შეთავაზება ინგლისურ კლუბს უკვე გაუგზავნა."მერსესაიდელებს" ორი არჩევანი აქვს: დათანხმდეს 25 მილიონიან შეთავაზებას, ან 2025 წლის ზაფხულში ფეხბურთელის გაშვებას უფასოდ შეელიოს, რადგან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს კარიერის მადრიდის "რეალში" გაგრძელება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი "ლივერპულის" აღზრდილია და ძირითად გუნდში 2016 წლიდან ირიცხება. მას მიმდინარე პრემიერლიგაში 17 შეხვედრაში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

0.115044