ესპანეთის ლიგა ენდესაში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. "ტენერიფემ", რომლის ღირსებას გიორგი შერმადინი იცავს, საკუთარ მოედანზე "სარაგოსას" უმასპინძლა და მეტოქე 106:97 დაამარცხა.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 16 წუთი დაყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 8 ქულას, 2 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
"ტენერიფეს" 14 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას შერმადინის გუნდი 5 იანვარს გამართავს, სადაც საკუთარ მოედანზე "ბილბაოს" უმასპინძლებს.