ფეხბურთი

0:11 | 3.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბოლოს შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს

2025 წლის 30 ივნისს, შესაბამისად, მიმდინარე სეზონის ბოლოს არაერთ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება თავიანთ კლუბებთან.

მათ შორის, რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელია და ამ დროისთვის უცნობია, განაახლებენ თუ არა, ისინი ხელშეკრულებებს. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში „ლივერპულია“, რომლის სამ ლიდერს კონტრაქტი ეწურება - მოჰამედ სალაჰს, ვირჯილ ვან დეიკს და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს.

გთავაზობთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებიც შეიძლება მომდევნო ზაფხულს სხვა კლუბებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ათეული შერჩეულია ამჟამად მათი საბაზრო ღირებულების მიხედვით (Transfermarkt-ის ვერსიით):

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ალფონსო დევისი (ბაიერნი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ჯონათან დევიდი (ლილი), ლერიო ზანე (ბაიერნი), ჰონ-მინ სონი (ტოტენჰემი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული).

0.116463