„ჰოფენჰაიმმა“ „ლიონიდან“ ნიგერიელი თავდამსხმელი გიფტ ორბანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ორბანი სეზონის სტარტზე გიორგი მიქაუტაძის ერთ-ერთი კონკურენტი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გიორგის შემადგენლობაში ადგილს ვეღარ ეცილებოდა და საბოლოოდ ნიგერიელმა „ლიონი“ დატოვა, სადაც მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან გერმანელებთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიფტ ორბანი „ლიონს“ 2023 წელს შეუერთდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა, მანამდე კი, ბელგიურ „გენტსა“ და ნორვეგიულ „სტაბეკში“ თამაშობდა.