ნეაპოლური გაზეთი Il Mattino იტყობინება, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას თანხმობას ელოდება ახალ კონტრაქტზე, რომელიც უკვე გამზადებულია.
იტალიური კლუბის პირობები ცნობილია: კონტრაქტის ორი წლით, 2029 წლამდე განახლებაზე, წელიწადში ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო, კონტრაქტი უკვე მზადაა და მხოლოდ ხელმოწერა აკლია, რისთვისაც, კვარაცხელიას აგენტის და გარემოცვის თანხმობაა საჭირო.
ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, ისიც, თუ როდის შეიძლება გაფორმდეს მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.