ფეხბურთი

15:39 | 2.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

როდრიმ უპასუხა რონალდუს სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ 2024 წლის „ოქროს ბურთი“ ვინისიუსს ეკუთვნოდა

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი როდრი „ალ-ნასრის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელაც განცხადა, რომ 2024 წლის „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს ვინისიუსს ეკუთვნოდა.

„სიმართლე გითხრათ, გასაკვირია, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, როგორ ანიჭებენ ამ ჯილდოს და როგორ ხდება გამარჯვებულის არჩევა. ჟურნალისტებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში, გადაწყვიტეს, რომ ეს პრიზი მე უნდა მიმეღო. იგივე ჟურნალისტებმა ადრე მასაც მისცეს ხმა და მაშინ დაეთანხმა მათ“, - ციტირებს როდრის სიტყვე ბს AS.

2024 წლის ოქტომბერში, ვინისიუსი, რომელიც ფავორიტად ითვლებოდა, პრესტიჟული „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა, პირველზე კი „მანჩესტერ სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი როდრი. დეკემბერში, ფიფას საუკეთესოთა ცერემონიაზე ვინისიუსი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

0.114067