„ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ უპასუხა კითხვაზე, თუ რაში გამოიხატება მწვრთნელის დიდებულება.
„რა არის მწვრთნელის სიდიადე? კარიერაში და არა მომენტში. მწვრთნელის სიდიადე შედეგებშია და არა ფილოსოფიაში. ადამიანურობაში და არა ეგოცენტრიზმში. გამბედაობაში და არა თავდაცვაში. პატიოსნებაში და არა კავშირების დამყარების უნარში. ახალი თაობის კოლეგებთან ჰარმონიაში. ღამით მშვიდად ძილის უნარში, რადგან ასეთი ადამიანი ყოველთვის არის ინტელექტუალურად დამოუკიდებელი და პრინციპული“, - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს Corriere dello Sport.
შეგახსენებთ, რომ მოურინიუმ „ფენერბაჰჩე“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მანამდე სპეციალისტი „რომას,“ „ტოტენჰემს,“ „მანჩესტერ იუნაიტედს,“