ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში ლონდონის „არსენალი“ „ბრენტფორდს“ ესტუმრა და ეს იყო წლის პირველი მატჩი პრემიერლიგაში.
მე-13 წუთზე „ბრენტფორდი“ დაწინაურდა, მაგრამ მიკელ არტეტას გუნდმა მაინც მოახერხა 3 ქულის მოპოვება. პირველ ტაიმში გაბრიელ ჟეზუშმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე, სამწუთიან ინტერვალში მიკელ მერინომ და გაბრიელ მარტინელი გაიტანეს - 1:3.
„არსენალმა“ 39 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, წინ მხოლოდ „ლივერპულია“, რომელსაც 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში არტეტას გუნდი 4 იანვარს, „ბრაიტონს“ სტუმრად შეხვდება.