ფეხბურთი

20:22 | 1.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ნახევარმცველი "ფიორენტინაში" გადასვლასთან ახლოსაა

„ნაპოლის“ ნახევარმცველი მაიკლ ფოლორუნშო სავარაუდოდ კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელი ახლოსაა „იებში“ გადაბარგებასთან. ის „ფიორენტინას“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება, რომლის ღირებულება 9 მილიონი ევრო იქნება.

ფოლორუნშო „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს დაუბრუნდა, მაგრამ მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ანტონიო კონტეს რჩეულთა შორის ვერ ხვდება. „ფიორენტინაში“ ან ედოარდო ბოვე უნდა შეცვალოს.

ფოლორუნშოს გასული სეზონი გამორჩეული ჰქონდა, როცა 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მას ასევე უთამაშია „ბარიში“, „რეჯინასა“ და „პორდენონეში“, ხოლო იტალიის ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.114526