კატალონიის "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის, დანი ოლმოს რეგისტრაცია ვერ მოახერხა და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია. "ბლაუგრანას" განაცხადი ლა ლიგამ არ დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილი ხდება კატალონიური გრანდი ლა ლიგის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. რაც შეეხება დანი ოლმოს მომავალს, მას შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ გუნდში გადავიდეს, თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით ოლმოს "ბარსელონაში" თამაში სურს და არსად წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი კატალონიურ კლუბში „ლაიფციგიდან“ 48 მილიონის სანაცვლოდ გასულ ზაფხულს გადავიდა.