ფეხბურთი

11:28 | 1.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" წლის პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"ნაპოლიმ" "ფიორენტინას" მარცხენა მცველთან კრისტიან ბირაგისთან შეთანხმებას მიაღწია და 32 წლის მცველი "პარტენოპეის" რიგებს იჯარის წესით შეუერთდება.

აღნიშნული ინფორმაცია იტალიურ მედიაში ვრცელდება და როგორც ცნობილი ხდება, ბირაგის ტრანსფერს "ნაპოლი" უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს. შეთანხმების საფუძველზე "ნაპოლის" მესვეურებს 2025 წლის ზაფხულში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

კრისტიან ბირაგი "ფიორენტინას" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სერია A-ს გათამაშებაში 8 თამაში აქვს ჩატარებული და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

0.118696