ფეხბურთი

13:24 | 31.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტმა რაინდის წოდება მიიღო

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა რაინდის წოდება მიიღო. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

საუთგეიტი ასობით ადამიანს შორის იყო მეფე ჩარლზის საახალწლო საპატიო სიაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა. სრული სია მოიცავს 1200-ზე მეტ ადამიანს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს პოლიტიკურ, სპორტულ, შემოქმედებით თუ სოციალურ საქმიანობაში. მათ მიენიჭებათ ჯილდოები, დაწყებული ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრის, მეთაურის ან ოფიცრისგან დამთავრებული რაინდის ორდენით.

შეგახსენებთ, რომ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ორ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

საუთგეიტმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ დატოვა, რომელშიც მისი ფეხბურთელები ესპანეთთან დამარცხდნენ.

0.1159