ფეხბურთი

12:26 | 31.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

პაულო ფონსეკამ „მილანიდან“ წასვლის შემდეგ მიმართვა გამოაქვეყნა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, პაულო ფონსეკამ იტალიური „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ მიმართვა გამოაქვეყნა.

„დამშვიდობების დროა. ვამაყობ, რომ „მილანში“ ვმუშაობდი და ყოველთვის გულსა და სულს ვუთმობდი ამ დიდი კლუბის ისტორიასა და ტრადიციებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა „მილანში“ ყოფნის დროს. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში“, - წერს ფონსეკა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, რომ ფონსეკა „მილანს“ 2024 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.

„მილანი“ სერია A-ში მერვე ადგილზეა. გუნდს 17 მატჩის შემდეგ 27 ქულა აქვს. იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში „მილანი“ „კალიარის“ შეხვდება.

0.126536