„ბარსელონას“ ნახევარმცველი ანსუ ფატი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში იტალიაში გადავიდეს და კარიერა „კომოში“ გააგრძელოს.
El Nacional-ის ცნობით, ფეხბურთელის დამატება „კომოს“ მთავარ მწვრთნელს, სესკ ფაბრეგასს სურს, მაგრამ პრობლემა ფატის ტრავმიანობაა.
მიმდინარე სეზონში ანსუ ფატიმ მხოლოდ 158 წუთი ითამაშა (7 მატჩი) და გოლი არ გაუტანია.
ესპანელზე თავის დროზე ძალიან დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ ტრავმების გამო შესაძლებლობების გამოვლენა ვერ მოახერხა.