ფეხბურთი

17:00 | 30.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიში" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

"ლიონის" ქართველი ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი "გალათასარაიში" ჩაშლის პირასაა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია Milliyet-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით თურქული კლუბი მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და კლუბი პაულო დიბალაზე გადაერთო. "გალა" მზადაა არგენტინელ ფეხბურთელს 2.5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ და 20 მილიონი გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან "გალათასარაიმ" "ლიონს" ქართველი ფეხბურთელის საკითხზე 18 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა ეს შეთავაზება დაბლოკა.

გიორგი მიქაუტაძე „ლიონმა“ „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.119177