სხვა

13:55 | 30.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ქართული ძალა", მერაბ დვალიშვილი ბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს (VIDEO)

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს გასამართი ბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს, მერაბი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, წარწერით - "ქართული ძალა".

ვიდეოში მერაბ დვალიშვილი მის თანაგუნდელებთან ერთად დამღლელი ვარჯიშის შემდეგ სიმღერას მღერიან - "ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა".

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. ქართველ "მანქანას" ამ ბრძოლისთვის ეხმარებიან სხვა ქართველი მებრძოლები: ამირან გოგოლაძე, ზვიად ლაზიშვილი და ლევან ჩოხელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068877
სარეკლამო ადგილი - 99
X x X