ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კარდიფ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 38-ე წუთზე დალაშქრა, როცა იმ დროისთვის წონასწორობა აღადგინა (1:1), თუმცა მისმა გუნდმა 4 წუთში გაუშვა და მაინც წააგო. ჩაკვეტაძემ სეზონში მეორე გოლი გაიტანა, აგვისტოს მერე პირველად შეძლო თავის გამოჩენა.
გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფსა და ინგლისის თასზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 23 ტურის შემდეგ 37 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1-ელ იანვარს, ქპრ-ს ესტუმრება.