ფრანჩესკო ტოტის ყოფილმა მეუღლემ ილარი ბლაზიმ ლეგენდარულ ფეხბურთელთან განქორწინების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მის ცხოვრებას ეს დიდად არ შეეტყო, რადგან ტოტი სახლში ისედაც თითქმის არ იყო...
„რაღაც მომენტში აღმოვჩნდი ცხოვრებაში, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც წარმომედგინა და მივხვდი, რომ გეგმების შედგენას აზრი არ ჰქონდა. მომიწია იმ აზრთან შეგუება, რომ ოჯახი აღარ არსებობდა და აღარც იარსებებდა. ვფიქრობ, უმოქმედობა და პასიურად დარჩენა სევდიანი და საშიშია, ცვლილებები ჩვენი ნაწილია. წარსულის წაშლა არ შეიძლება და არც არის საჭირო. მშვენიერი იყო, მაქვს ემოციები, მოგონებები, მაგრამ წარსულით არ ვცხოვრობ, აწმყოში ვცხოვრობ და მომავალს ვუყურებ.
როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება? ტოტი ხშირად სახლში არ იყო ფეხბურთის გამო, ასე რომ, რეალურად არაფერი შეცვლილა, ახალი სიტუაციის სიმძიმე ვერ ვიგრძენი, ზოგადად, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე“, - თქვა ბლაზიმ.
შეგახსენებთ, რომ ილარი ბლაზი და ფრანჩესკო ტოტი ქორწინებაში 18 წელი იმყოფებოდნენ და ცოტა ხნის წინ დაშორდნენ. ახლა ორივეს ახალი შეყვარებული ჰყავს.