მარიო ბალოტელიმ შეიძლება „ჯენოასთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს და გუნდი დატოვოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
ბალოტელი გენუელებს მიმდინარე სეზონში, ოქტომბერში შეუერთდა, მაგრამ სულ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 56 წუთი ითამაშა, გოლი კი არ გაუტანია.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ბალოტელის მექსიკური „კრუზ აზულიდან“ აქვს შეთავაზება და მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა. მას სურს მექსიკაში გადაბარგება და „ჯენოასთან“ კონტრაქტის გაწყვიტეს აპირებს.